გაუდიუმ ტურს არის ტურისტული კომპანია საქართველოში, რომელიც ყოველთვის ითვალისწინებს მომხმარებლის საჭიროებებს და სთავაზობს მათზე მორგებულ საუკეთესო დასასვენებელ ტურებს.
ჩვენ გვჯერა, რომ მოგზაურობა აფართოებს თვალსაწიერს და ავითარებს კრეატიულობას. ადამიანები, რომლებსაც მოგზაურობისას ვხვდებით და იქ მიღებული გამოცდილება, ავითარებს სხვადასხვა სიტუაციებისა და ადამიანების თანაგრძნობის გაუმჯობესებულ უნარს.
მოგზაურობა საუკეთესო საშუალებაა გაეცნოთ მსოფლიოს. ჩვენმა გამოცდილებამ, როგორც მოგზაურობამ, ასევე ამ სფეროში მუშაობამ მიგვიყვანა იქ, სადაც დღეს ვართ.
ჩვენი მისია
მოგზაურობის დახმარებით ჩვენ ადამმიანებს ვეხმარებით პოზიტიური გამოცდილების შექმნით სამყაროს ახლებური ხედვა ჩამოიყალიბონ.
ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც თავის თანამშრომლებს უკუთვნის, მათ, ვისაც აქვს სურვილი შექმნან საუკეთესო სერვისი. ისინი ჩვენი გამოცდილებისა და ტექნიკის გამოყენებით სთავაზობენ მომხმარებელს ინოვაციურ დახმარებას ნებისმიერი საკითხისთვის.
ჩვენი ხედვა
ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც ყველა შეძლებს მოგზაურობას.
ჩვენი მთავარი განსხვავება ისაა
რომ ვართ ტურისტული კომპანია, რომელიც ეკუთვნის თანამშრომლებს, რომელთა უნარები მომხმარებელთა მომსახურებაში საუკეთესოა. ჩვენი ძლიერი შიდა კომპანიის კულტურა დაფუძნებულია ჩვენს მისიასა და ღირებულებებზე.
ჩვენი ღირებულება
გუნდურობა
თანამშრომლობა გვაერთიანებს. ჩვენთვის არ არსებობს ისეთი რთული საკითხი, რომლის გადაჭრის გზებსაც ერთად ვერ ვიპოვით. ერთიანობა გვაძლებს ულევ შესაძლებლობებს, სიბრძნესა და ენერგიას!
მიზნისმიერი მოქმედება ჩვენ ვიღებთ ცვლილებებს და ხელს ვუწყობთ ინოვაციებს. ჩვენი ტექნიკა და დრაივი დადებითად დამუხტულია – ყოველთვის გავყავართ შედეგზე.
სწორი ნაბიჯები ჩვენ ვუზრუნველყობთ გამჭირვალობას. ჩვენი მომხმარებლებისთვისა და გუნდის წევრებისთვის ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია.
ვქმნით საუკეთესოს
საუკეთესოს შექმნა ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ჩვენ ვთვლით, რომ დიდი საქმე წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება თუ გუნდის ყველა წევრს ეყვარება ის რასაც აკეთებს. ჩვენი მოტივაცია ხალხია.
კარგი მომავლისკენ სწრაფვა
როდესაც ჩვენ სხვებს ვეხმარებით და ვუქმნით მათ ახალ, აუცილებელ უნარებს – ისინი აღწევენ წარმატებას, ვითარდებიან. როდესაც იგივეს ჩვენ თავს ვუკეთებთ – უფრო ვძლიერდებით.